საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არიან აქაც, ამ ქალაქში და ამ მთავრობაში "ქართული ოცნების" მმართველობის სახით. ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხს.
მისივე თქმით, ფრენები რუსეთმა საქართველოსთვის გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე 'ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა, ეს ნაბიჯი კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ, ხოლო მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 % ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით.
მან დასძინა, რომ თავისუფალ სამყაროსთან ერთად საქართველოც ყველგან, ყველა ბრძოლაში იბრძოლებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, სწორედ ასე და აუცილებლად დამარცხდება რუსეთი საქართველოში.
"როდესაც სრულიად ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს აქცევს სანქციების ქვეშ და ეს არის პროგრესული სამყაროს პასუხი რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებებზე, როდესაც მიმდინარეობს ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი, შავს შავი, თეთრს თეთრი, ოკუპანტს ოკუპანტი, ტერორისტს ტერორისტი, როდესაც საქართველო გამართლდა ცივილიზებული სახელმწიფოს წინაშე, ისე როგორც არასდროს და ჰყავს ამ სიმართლის დაცვაში პარტნიორები და თანამებრძოლები იმდენი რამდენიც არასდროს ჰყოლია, მაშინ როდესაც 2008 წლის რუსულ აგრესიას ჰქვია თავისი სახელი ოკუპაცია, და დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ რუსეთი არსებული ფორმაციით ისევე როგორც ოკუპაცია უნდა დასრულდეს, აი ეს რუსეთის ტერორისტული ხელისუფლება აქებს საქართველოს პრო-რუსულ მთავრობას კომუნიკაციის აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის, აქებს და ხარობს. შეგახსენებთ ფრენები რუსეთმა გააუქმა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გავრილოვს და მის მოკავშირე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საკადრისი პასუხი გასცა, ფრენების აკრძალვა კრემლის აზრით იყო სასჯელი და სანქცია ქართველი ხალხის მიმართ, ახლა კი დაიწყო საუბარი აღდგენაზე, რითი დაიმსახურა ამ ეგრედწოდებული სასჯელისგან განთავისუფლება საქართველოს ხელისუფლებამ, მაშინ როდესაც, რუსეთთან ფრენები იკრძალება ცივილიზებულ სამყაროში, მაშინ როდესაც, რუსეთთან ხელის ჩამორთმევა და მოლაპარაკება სამთავრობო დონეზე ხდება სირცხვილით და მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 % ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საქართველოს ხელისუფლება ამაყობს რუსეთთან ფრენების აღდგენით და ამას ხსნის მოსახლეობის ინტერესით, დღეს რუსული ოცნების ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა დასტური რომ არ უერთდება ცივილიზებული სამყაროს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, პირიქით ეწინააღმდეგება და გვერდს უვლის მას. დღეს რაც ხდება საქართველოში უხარია რუსეთს, საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის მტრები არ დგანან მხოლოდ ოკუპაციის ხაზთან ისინი არიან აქაც, ამ ქალაქში და ამ მთავრობაში ქართული ოცნების მმართველობის სახით, ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი უკეტავს საქართველოს ევროპის კარს, "ნაციონალური მოძრაობის" სახელით ვაცხადებ, რომ არ შევეგუებით რუსულ მთავრობას საქართველოში, თავისუფალ სამყაროსთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, ყველგან ყველა ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენი ღირსებითა და სიმართლით მხოლოდ ასე დამარცხდება რუსეთი საქართველოში და ის აუცილებლად დამარცხდება.", - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.
ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press