Foto

მედვედევი - ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, უკრაინელებთან ომი რუსეთის გამარჩვებით დასრულდება

ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი, შესაბამისად, უკრონელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა. 

მისივე თქმით, ევროპასთან და უკრაინელებთან ომი არის ახალი სამამულო ომი და გამარჯვებას რუსეთი მოიპოვებს, როგორც ეს 1812 და 1945 წლებში მოხდა.

"ბორელი დამფრთხალი სახით. გამახსენდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაამარცხა ნაპოლეონი და ჰიტლერი. გაითვალისწინეთ, რომ ანალოგია მან თავად გააკეთა. შესაბამისად, უკრაინელები და დასავლეთ ევროპა არიან რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების პირდაპირი მემკვიდრეები. და შესაბამისად, მათთან ომი არის ახალი სამამულო ომი. და გამარჯვება ჩვენი იქნება. როგორც 1812 და 1945 წლებში", - განაცხადა მედვედევმა.