უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მოლდოვაში მიმდინარეობს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმასა და „უფრო დიდ ალიანსში“ გაწევრიანებაზე. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Politico-სთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოლდოვა არის მშვიდობიანი ქვეყანა და არ აწარმოებს ომს მეზობელ სახელმწიფოსთან, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, და თუ იქნება მომენტი იმისა, რომ მოლდოვამ შეცვალოს ნეტირალიტეტი, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით.
"ახლა სერიოზული დისკუსია მიმდინარეობს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებზე - შეგვიძლია თუ არა ეს დამოუკიდებლად, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ რაღაც მომენტში მივალთ დასკვნამდე, რომ როგორც ერს, ჩვენ გვჭირდება ნეიტრალიტეტის შეცვლა, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესის მეშვეობით.
მოლდოვა მშვიდობიანი ქვეყანაა. მას არ დაუწყია ომი მისი მეზობლების წინააღმდეგ. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა მოსახლეობის ნაწილი დაერწმუნებინა, რომ ნეიტრალიტეტი ნიშნავს, რომ არ ჩადო ინვესტიცია თავდაცვის სექტორში, რომ არაფერი უნდა გააკეთო და რომ არ უნდა გქონდეს თავდაცვის შესაძლებლობები, რაც არასწორია"
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press