მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ - მე არცერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს ვის უნდა მისცენ ხმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარემ, ანი წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზუგდიდის პარტიაში ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები არიან, ყოველი მათგანი კი თავისუფალია არჩევანში და გადაწყვეტილება საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით უნდა მიიღონ, ხოლო ვის მეტი და ვის ნაკლები ხმა ექნება, ამ ყველაფერს არჩევნები გამოაჩენს.
"ზუგდიდის პარტია დიდია და, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრი აქაც არსებობს, პარტიაში არიან ოთხივე კანდიდატის მხარდამჭერები და მე თითოეული მათგანის არჩევანს პატივს ვცემ. ვის მეტი ვის ნაკლები ამას არჩევნების შედეგები გამოაჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ვარ - მე არც ერთი ჩემი პარტიის წევრისთვის არ მითქვამს ვის უნდა მისცენ ხმა. ამას ნებისმიერი დამიდასტურებს.
ვთვლი, რომ არჩევანში ყველამ საკუთარი სინდისის და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მე, როგორც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრს სამეგრელოდან, არ მაქვს უფლება ვისაუბრო რომელიმე მათგანის სახელით, მე ხელი უნდა შევუწყო ყველას, რომ საარჩევნო მუშაობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მე ვარ და ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატის მხარდამჭერისთვის, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანი გააკეთონ.
ვიქნები გარანტი ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაკარგონ.
სამართლიანი მე ეს მგონია.
მაგრამ მე არ ვაპირებ ამ არჩევნებში მხარე ვიყო რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე მხარეს არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. წარმოუდგენლად მტკივნეულია და კატეგორიულად მიუღებელია ერთმანეთის ლანძღვა, მელიას ღალატში, ან მეორე მხარის ღალატში და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება.
ამით საერთო საქმე კნინდება.
მე არ ვეთანხმებოდი ამ ყველაფრის ასე დაწყებას, არც დროში, არც ფორმაში, მაგრამ ასევე არ ვეთანხმები იმას, რა სახეც შემდეგ კამპანიამ მიიღო.
ჩემი შიმშილობის დასრულების დღეს მე ვისაუბრე და ვისურვე სიძულვილის, ბოღმის, ზიზღის დასრულება ამ ქვეყანაში - საპირისპიროში ჩემი პარტიის შიგნით მონაწილეობას მე არ მივიღებ.
არც ერთი მათგანი არც ერთი მხრიდან არ მგონია მოღალატე, ყველას წვლილს ვაფასებ, ყველას უარყოფითიც ვიცი. ამაზე უფრო მეტს ქოცების გულის გასახარად საჯაროდ არ ვილაპარაკებ.
ერთადერთი ადამიანი, ვის გამოც ამ პარტიაში მოვედი 2012 წელს - ციხეში ზის და სიკვდილს ებრძვის.
ამ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გამარჯვებულს უნდა მიულოცოს და ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ერთად გავაგრძელოთ. ამ წესს ვინც დაარღვევს, ჩემთვის ეგ იქნება მიუღებელი.
როგორიც არ უნდა იყოს მოცემულობა ამ არჩევნებიდან პარტია გამოვა გაძლიერებული.
მე ძალიან ბევრს დავდივარ სამეგრელოში. ველაპარაკები ხალხს.
ხალხს რაც სჭირდება არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ერთიანი ბრძოლა რუსული ოცნების წინააღმდეგ მიშას და ამ ქვეყნის გასათავისუფლებლად." - წერს ანი წითლიძე.
შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მხარდაჭერა პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გამოუცხადეს. ხოლო ზუგდიდის ორგანიზაციის მეორე ნაწილმა კი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მანამდე გაკეთებული განცხადება მათთვის მოულოდნელი იყო და ისინი მხარს არა მელიას, არამედ ლევან ხაბეიშვილს უჭერენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press