ბრიტანული Sea King-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენები უკრაინაშია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.
რეზნიკოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.
"ზღვის მეფე დიდი ბრიტანეთიდან თავის ახალ სამეფოში ჩავიდა უკრაინაში, შავი ზღვის მახლობლად!
ეს არის უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერება. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენ ერთად დავიცავთ ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში!" - წერს რეზნიკოვი.
ბრიტანული Sea King-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენები წყალქვეშა მისიების შესასრულებლად გამოიყენება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press