უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს ერთიანობის დღეს ულოცავს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სახელმწიფოს ლიდერი აცხადებს, ქვეყნის სიძლიერე სწორედ მის ერთიანობაშია.
ზელენსკის თქმით, ბრძოლის შეწყვეტა სახელმწიფოებრიობის, ხოლო ერთიანობის დაკარგვა დამოუკიდებლობის ვერშენარჩუნებას ნიშნავს.
"დღეს უკრაინის ერთიანობის დღეა. ამ ისტორიულმა მოვლენამ უკრაინის მომავალ თაობას 2 სიბრძნე ასწავლა. პირველი - თუ ბრძოლას შეწყვეტ, ადრე თუ გვიან სახელმწიფოებრიობას დაკარგავ და მეორე - თუ ერთიანობა არ იქნება, დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებ. პირველი სიბრძნე ყოველთვის თან დაგვყვებოდა. 24 თებერვალს კი ვაჩვენეთ, რომ მეორე სიბრძნეც ვიცით. ეს ჩვენი ერთიანობის ახალი გამოწვევა გახდა. ეს მილიონობით ადამიანის ერთიანობაა. უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია. ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთობის დღეს", - განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press