კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალასანიმ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი "იმდენად არის დასუსტებული, რომ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება".
"კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ არ არსებობს, ხერხემალი ჩანს. კეთდება, კი ბატონო, რაღაც გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება და აბა, რანაირი მკურნალობაა? შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესია დასავლეთიდან. ამათ ეს არ შერჩებათ. დამხმარე საშუალებით რომ გადაადგილდებოდა, ახლა ვეღარ გადაადგილდება იმდენად არის დასუსტებული", - აცხადებს გიული ალასანია.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press