Foto

უკრაინის გენშტაბი - ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 121 480-მდე ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 121 480-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 24 თებერვლიდან 23 იანვრის 06:00 საათისთვის ასეთია:

ჯარისკაცი - დაახლოებით 121 480;
ტანკი - 3 150;
ჯავშანტექნიკა - 6 276;
საარტილერიო სისტემა - 2 146;
სარაკეტო სისტემა - 447;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 220;
თვითმფრინავები - 287;
ვერტმფრენი - 277;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 894;
საკრუიზო რაკეტები - 749;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 936;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
სპეციალური აღჭურვილობა - 193.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.