Foto

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციას გამართავს

24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დააანონსეს.

როგორც პარტია „დროა" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ დგას სწორ გზაზე და ირჩევს ევროპული განვითარების მომავალს. 

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ განსხვავებული პროფესიის, ჯგუფის, პარტიების, არა პარტიების მქონე ხალხი, ვისაც გვაერთიანებს ერთი- ქვეყნის ღირსების, ევროპული პერსპექტივის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საკითხი. ამიტომაც, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ 24 თებერვალი, როდესაც რუსეთის იმპერია კიდევ ერთხელ დაესხა თავს დამოუკიდებელ ქვეყანა უკრაინას, ეს არის წყალგამყოფი. ეს არის არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი, სადაც იყოფა ცივილიზებული მომავლის ქვეყნები, ადამიანები და წარსულის და ბოროტების რუსეთი, რომელსაც აღარ აქვს პერსპექტივა. აი, ამ წყალგამყოფში საქართველოს სათქმელი აქვს თავისი სიტყვა. ამიტომ 24 თებერვალს, რუსთაველზე კიდევე ერთხელ უნდა ვანახოთ, რომ მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა და განსხვავებისა, კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ვდგებით და ერთად ვამბობთ - საქართველოს აქვს ევროპული განვითარების მომავალი და საქართველო არ წავა წარსულში",- განაცხადა ხოშტარიამ.