შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დირექტორის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, რის გამოც ექსპრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია.
"შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალები ორგანიზმში, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. რომ ჩამოთვლიან, ხორცი უნდა იყოს, ეს უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ ჭამს, რამდენჯერაც მოსინჯა, იმდენჯერ ამოიღო უკან", - განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ტელეკომპანია "იმედზე" საუბრისას განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახს მიხეილ სააკაშვილისთვის მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ, რაც მისი ორგანიზმისთვის არასაკმარისი კალორაჟის შემცველია.
"ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც კი არ მოაქვთ. როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება, მისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – ცოტა კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. მე ვიცი ნამდვილად, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გამოჯანმრთელება, 1 000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება".
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press