არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა.
მისივე თქმით, ის მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მას შემდეგ, რაც ყველა პუნქტი შესრულდება, თუმცა შიდა პრობლემები და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, საქართველოს ამ გზაზე აფერხებს.
"გვახარებს მოლდოვის და უკრაინის მიღწეული წარმატება. გვაქვს რეგულარული კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გაწევრიანებას მას შემდეგ, რაც ეს შიდა პრობლემები გადაწყდება და ყველა პუნქტი შესრულდება. სამწუხაროდ, ზოგი შიდა პრობლემა, და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, აფერხებს საქართველოს ამ გზაზე", - განაცხადა ჰაავისტომ.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press