ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-ს და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო.
"ივანიშვილის ანტიდასავლური პროპაგანდის ფარგლებში, მისი პარტია ცრუ ბრალდებებს უყენებს CNN-სა და კრისტიან ამანპურს საქართველოსა და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების საქმეში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ კითხვის დასმის გამო. დროა, დასავლეთი გაერთიანდეს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად", - წერს გახარია.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში CNN-ის სიუჟეტი შეაფასა და თქვა, რომ არსებობს სერიოზული ძალა, რომელსაც მიზნად აქვს საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები, მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press