2022 წელს საქართველოს საზღვარის კვეთა 1 669 005- ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა), ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი, 1 405 552 ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან იყო. საზღვარის კვეთისას 71% უცხოელი იყო, 29% კი - ქართველი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. აქედან გამომდინარე, აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე იყო, შემდეგ კი დეკემბრის თვეში ის თურქეთმა ჩაანაცვლა.
2022 წლის დეკემბრის მონაცემთა მიხედვით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ჭარბობს 31-45 წლის ადამიანებში.
საზღვრის კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა. მეორე პოზიცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა დაიკავა, ხოლო მესამე - ყაზბეგის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press