2022 წელს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 4 703 945 ვიზიტი განხორციელდა. რუსეთიდან 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშოროსი ვიზიტების კუთხით რუსეთი ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 1 087 257 ვიზიტორი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ზრდა 410.5%-ით არის გაზრდილი, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელზე 26.1%-ით ნაკლებია. მეორე ადგილს თურქეთი იკავებს, საიდანაც გასულ წელს 925 561 ვიზიტი განხორციელდა. აქ წლიური ზრდა 183.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია. მესამე ადგილზე სომხეთია. აქედან 2022 წელს 742 593 ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 351%-ს შეადგენს, ხოლო 45.6%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ათეულში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა მოხვდა. გასულ წელს ქვეყანაში 5 426 903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. წლიური ზრდა 188%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 42%-ით ნაკლებია. აქედან ტურისტული ვიზიტი 3 652 949 იყო, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს 131.6%-ით გაიზარდა, თუმცა 28%-ით ნაკლებია პანდემიამდე პერიოდზე. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ათეულში შემავალი დანარჩენი ქვეყნების სია ასე გამოიყურება: მე-4 - ისრაელი - 210 178 ვიზიტი მე-5 - უკრაინა - 168 915 ვიზიტი მე-6 - აზერბაიჯანი - 152 969 ვიზიტი მე-7 - ბელარუსი - 152 969 ვიზიტი მე-8 - ყაზახეთი - 120 494 ვიზიტი მე-9 - საუდის არაბეთი - 119 921 ვიზიტი მე-10 - ირანი - 102 877 ვიზიტი რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, გასულ წელს აქედან 271 266 ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 44%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, ხოლო წლიური ზრდა 96.6%-ს შეადგენს. პანდემიამდელ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში დაახლოებით 482 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტების კუთხით გერმანია ლიდერობს, საიდანაც გასულ წელს 48 548 ვიზიტი განხორციელდა, რაც 45.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მეორე ადგილზეა პოლონეთი, საიდანაც გასულ წელს 41 917 ვიზიტი განხორციელდა, 52.5%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე, ხოლო მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 21 407 ვიზიტით, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრექსიტის მიუხედავად ისევ ევროკავშირის ქვეყნებში თვლის. 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 43%-ით არის შემცირებული.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press