Foto

გონჩარენკო - „ქართული ოცნება“ სააკაშვილს მტრად აღიქვამს და ეს მათ აბრმავებს

მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ქართული ოცნების" მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ტინი კოქსის მხარდაჭერას.

მისივე თქმით, ნაკლებად მნიშვნელოვანია თუ ვის მისცემს ხმას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის არჩევნებში "ქართული ოცნება", მნიშვნელოვანი მათი პოზიციაა. მან დასძინა, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა უკრაინის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ კი, უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევაზე გადაწყვეტილება  ა.მ დრომდე ვერ მიიღო.

"პირადად ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში ვის მისცა ხმა "ქართულმა ოცნებამ". ჩემთვის მთავარი მათი პოზიციაა. ამ დრომდე ვერ მიიღეს ჩვენი სამხედრო დახმარების გაწევის გადაწყვეტილება. ესტონეთი მთელი თავისი სამხედრო შეიარაღებით გვეხმარება. საქართველოს მთავრობამ კი ერთი იარაღი არ გამოგვიგზავნა. ტინი კოკსი ერთერთი იყო ვინც რუსეთის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაში ეხმარებოდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა და უკრაინას მხარი დაუჭირა, ასევე აქტიურად მონაწილეობა რუსეთის ევროპის საბჭოდან გაგდებაში. ჩვენთვის მთავარია ის ფაქტი, რომ 24 თებერვალს ტინი კოკსმა სწორი პოზიცია დაიჭირა, საქართველოს მთავრობამ კი არა. მესმის რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს მტრად აღიქვამს. ეს მათ აბრმავებს და უფრო მნიშვნელოვანი საკითხების დანახვის საშულებას არ აძლევს. არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო. არ მესმის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მიხეილ სააკაშვილი რა კავშირშია", - განაცხადა გონჩარენკომ.