Foto

კულება - გერმანული ლეოპარდის ტანკების უკრაინაში გადაცემამდე „ნახევარი ნაბიჯია დარჩენილი“

გერმანული ლეოპარდის ტანკების უკრაინაში გადაცემამდე „ნახევარი ნაბიჯია დარჩენილი“. გადაწყვეტილება მალე მიიღება, -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ "ტელემარათონის" ეთერში განაცხადა.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლეოპარდებთან“ დაკავშირებული პრობლემა უნიკალური არ არის და გერმანული იარაღის ყველა სახის მიწოდების პროცესი  „პრობლემური“ იყო.

მანვე დასძინა, რომ ბერლინისთვის „იდეალური“ საშუალება იქნებოდა, უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების, მესამე ქვეყნებიდან და არა გერმანიიდან მიწოდება.

"ჩვენ ვიმუშავებთ ყველასთან, ვინც მზად არის მისცეს მინიმუმ ერთი ტანკი უკრაინას, რათა ეს რაც შეიძლება მალე გახდეს რეალობა”, - განაცხადა კულებამ.