უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სანქცირებული პირები ტერორისა და გენოციდის პოლიტიკის მხარდამჭერები იყვნენ.
„სანქციები დაწესდა 22 ადამიანის მიმართ - რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდის პოლიტიკას. უკრაინა სისუსტეს არ გამოიჩენს. სახელმწიფო არ იჩენს სისუსტეს“, - ამბობს ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის პატრიარქის, კირილის ძმისშვილს მიხაილ გუნდიაევს დაუწესდა.
სანქცირებულთა სიაში ასევე არის ორმოცდაათიანელების ერთ წარმომადგენელი.
როგორც მედია წერს, სია უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის, ვიქტორ ელენსკის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press