უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო თანამდებობას ტოვებს. პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ტიმოშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დააკმაყოფილა.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ინფორმაცია დაადასტურა დაTelegram-ზე განცხადება გამოაქვეყნა.
„მადლობა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველ დღე და ყოველ წუთში კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის შექმნა ქვეყანაში. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!" - წერს ტიმოშენკო.
ტიმოშენკოს თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press