უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში, შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას შემდეგ რაც სიმონენკოს შვებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს.
როგორც გამოცემა წერს, სიმონენკო, ოჯახთან ერთად, ესპანეთის ქალაქ მარბელიაში ახალი წლის აღსანიშნად 10 დღით იმყოფებოდა.
ცნობისთვის, თანამდებობა დატოვა ასევე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. პოსტიდან გათავისუფლების შესახებ ტიმოშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დააკმაყოფილა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press