საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს და ფეხზე ვერ დგება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი "არის ძალიან ცუდად".
"არის ძალიან ცუდად, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატება, რომ საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს და ვერაფერს შვება. ოპერაციამდე სჭირდება შხამების გამოყვანა, არავითარი ოპერაცია", - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. მორიგი სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press