Foto

ენმ-ის არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა ივანიშვილის რეჟიმს აწყობს - ბოკერია

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც სტატუსკვოს და ივანიშვილის რეჟიმს აწყობს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რაც არის, იგივედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები".

„ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის შიგნით ისევე,  როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ყველა მოვლენა, არის დასტური იმის, რომ არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რამე არსებით საკითხზე არ არის, მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის შესხმა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იგივედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები“, - განაცხადა ბოკერიამ.