კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, ფინანსდებოდა უკანონო ფულით, რასაც ეს პარტია დესტრუქციული მიზნების მისაღწევად იყენებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ოპოზიციური პარტია ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, ენმ-ი მაინც დაიშლება.
"ეს არ არის პირველი განცხადება და პირველი ფაქტი, რომ თავად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საუბრობენ პარტიის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებით, არალეგალურ ფულთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა, შეიცავს კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ, ფინანსდებოდა უკანონო ფულით, რასაც ეს პარტია იყენებდა იმ დესტრუქციული მიზნების მისაღწევად, რომელიც საქართველოს, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გააჩნდათ და დღესაც გააჩნიათ.
რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესს, ცალსახაა, რომ არის ღრმა კრიზისი, პარტია იშლება და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ამ პარტიის დაშლას და შიდა დაპირისპირების გარღმავებას, ვინაიდან მათ არ ჰყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერი, მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი. ერთადერთი, რაც ახლა მიმდინარეობს, არის სწორედ ამ ფინანსების, გავლენების და ტელევიზიებზე კონტროლის გადანაწილების პროცესი. მას შემდეგ, რაც დაიწყო დაპირისპირება, ხედავთ, რომ პარტია სულ უფრო მეტად ახდენს თავისი თავის ლუსტრაცის. ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ეს არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, არამედ ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოქმედებდა თავისი მოქალაქეების და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ და იგივეს აგრძელებს ოპოზიციაში ყოფნის დროს", - აცხადებს თალაკვაძე, რომლის კომენტარიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press