სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის მანქანის გადაცემის საქმეზე მოკვლევა დაიწყო.
აღნიშნული თემით უწყება პარტიის წევრების მხრიდან სატელევიზიო ეთერებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაინტერესდა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",- აცხადებენ უწყებაში.
საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ საჩუქრად დავით კეზერაშვილისგან მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, დავით კეზერაშვილი ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდა, მიუღია საჩუქრებიც, მათ შორის ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად ნიკა მელია, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ "მას შემდეგ რაც დაინახა, რომ კეზერაშვილი შიდა პარტიულ პროცესებში ჩარევას ცდილობდა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება რამდენჯერმე სცადა". ხოლო ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის ნაჩუქარი მანქანა, მისივე თქმით, დღემდე პარტიის ავტოფარეხშია.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press