უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან მინისტრის 6 მოადგილე გათავისუფლდა, და ამასთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება 5 რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვეს შემდეგმა პირებმა :
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო;
ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ სტარუხი;
კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება;
სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივტსკი;
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი
მანამდე თანამდებობიდან პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ პირად ტელეგრამ არხზე გაავრცელა, მას არ განუმარტავს თუ რატომ დატოვა დაკავებული თანამდებობა, თანამდებობები ასევე დატოვეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, პროკურორის, რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეებმაც.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press