ვაღიარებ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ყველა ქვეყნის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს ტანკების მიწოდებისკენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ანალენა ბერბოკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანიის მთავრობაში Leopard ტიპის ტანკების საკითხთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებებია, მაგრამ საჭიროა არა ერთმანეთის დადანაშაულება, არამედ საერთაშორისო მხარდაჭერა.
”დიახ, ჩვენ გვჭირდება მეტი სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ასევე გვჭირდება მეტი ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე პასუხისმგებლობის დაკისრება [რუსეთის ხელმძღვანელობისთვის]", - დასძინა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, მანამდე, ბერბოკმა თქვა, რომ გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინაში Leopard-ის ტანკებს გაგზავნის, ვინაიდან უნდა გადარჩეს ადამიანების სიცოცხლე და გათავისუფლდეს უკრაინა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press