2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო უკრაინის ინფრასტრუქტურის პირდაპირი დოკუმენტირებული ზიანის ჯამური ოდენობა შეფასებულია 137,8 მილიარდ დოლარად.
პირდაპირი ფიზიკური დაზიანების შეფასება უკრაინის ომის შედეგებისგან აღდგენის ეროვნული საბჭოს ფარგლებში, კიევის ეკონომიკის სკოლის ანალიტიკური ჯგუფის მიერ, თემის განვითარების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, რეინტეგრაციის სამინისტროსთან, უკრაინის ეროვნულ ბანკთან და სხვა შესაბამის სამინისტროებთან ერთად განხორციელდა.
"ომის ათი თვის განმავლობაში სულ დაზიანდა ან განადგურდა 149,3 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის: 131,4 ათასი კერძო სახლი, 17,5 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და 280 საერთო საცხოვრებელი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press