გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას საბრძოლო Leopard ტიპის ტანკები მიაწოდოს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ ფედერალურ მთავრობას სურს გასცეს ნებართვა ისეთი ტანკების ექსპორტზე, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფოებს, მაგალითისთვის პოლონეთს. ასევე არსებობს მზაობა სხვა მოკავშირეების მხრიდანაც, რომლებსაც აქვთ სურვილი უკრაინას მიაწოდოს ზემოთხსენებული ტანკები.
"გადაწყვეტილება მიღებულია: გერმანია უკრაინას Leopard 2-ის მთავარ საბრძოლო ტანკებს მიაწვდის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press