"მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი", - ამის შესახებ "მაგნიტსკის აქტის" ავტორმა ბილ ბროუდერმა მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან თემურ ალასანიასთან და სააკაშვილი ადვოკატთან, მასიმო დი ანჯელოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მაგნიტსკის სიის დასრულება განიხილეს.
"ახლახან დავასრულე შეხვედრა თემურ ალასანიასთან (მიხეილ სააკაშვილის ბიძა) და მასიმო დი ანჯელოსთან (სააკაშვილის ადვოკატი), რათა განგვეხილა მაგნიტსკის სიის დასრულება მიხეილის ციხეში მწამებლებისთვის. მიხეილი კვდება და ახლა დრო არის მთავარი" - წერს ბროუდერი.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბროუდერს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ "ქართულ ჯგუფებს" მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს. ექსპრეზიდენტმა წერილში აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, "ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები" კი, ამას "უბრალოდ დასცინიან".
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press