ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ, ბევრი სიტყვა და დაპირება გვესმის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რეალობის დანახვა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დისკუსია უკრაინის თავდაცვის გაძლიერებით უნდა დასრულდეს.
“ახლა, სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ ტანკებზე. თანამედროვე ტანკებზე, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ დეფიციტის შევსება. ბევრი ძალისხმევა, სიტყვები, დაპირებები. მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არის არა 5, 10 ან 15 ტანკი. საჭიროება ძალიან დიდია. ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად. და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ამაში მხარს გვიჭერს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს, რათა გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
თუმცა მოგვიანებით, Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press