ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება წარმოდგენილი.
„2023 წლის მაისში 100 წელი სრულდება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის და სხვათა დახვრეტიდან. ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. მრავალი წელი მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო და ძირითადად საიდუმლოდ, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ სამაგალითო გმირობის ამბავი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში განთავსდეს საინფორმაციო მემორიალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტში საქართველოს საპატრიარქოც არის ჩართული.
„პროცესში ჩართულია საქართველოს საპატრიარქო და ერთობლივი ძალისხმევით, სულ მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობების მიწოდება პარკის ვიზიტორებისთვის. ვავალებ ანდრია ბასილაიას, სწრაფად დაიწყეთ პროექტი და მოაწესრიგეთ აღნიშნული სივრცე. თუ საჭირო იქნება გამარტივებული შესყიდვის განხორციელება, ცენტრალური ხელისუფლება გვერდით დაგიდგებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press