„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
აღნიშნული კომენტარი ამერიკელმა კონგრესმენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ CNN-ი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
„ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს აღარც მალავს. ძალიან სამწუხაროა",- წერს კონგრესმენი.
ცნობისთვის, 18 იანვარს, CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან.
აღნიშნული განცხადების შემდეგ მმართველ პარტიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული მედია " საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press