მას კიდევ აქვს ილუზია, რომ არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და მან უნდა მოიხადოს სასჯელი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის რთული ქცევის პატიმარი, რომელიც არაერთი დანაშაულის მიუხედავად, კანონიერ სასჯელს ვერ ეგუება.
"ჩვენ საქმე გვაქვს რთული ქცევის მქონე პატიმართან, რომელიც ვერ ეგუება კანონიერ სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. მას კიდევ აქვს ილუზია, რომ არა კრიმინალი, არამედ აღმაშენებელია. ის არის კრიმინალი და მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამას ვერაფერი ვერ უშველის - ვერც სიის შედგენა, ვერც ექთნებისა და ექიმების მუქარა, რომ ამოალპობენ მათ მომავალში ციხეში. მათ უბრალოდ ვერავინ ამოალპობს ციხეში იმიტომ, რომ მელიებს, ხაბეიშვილებსა და მიშა სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერიათ", - განაცხადა წულუკიანმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press