ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა კასიანოვმა, ეს არის საფუძველი, რომ პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს საქართველოდან, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენასა და საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციასთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას.
ზარქუამ მოუწოდა საქართველოს საგარეო უწყებას, ანდრეი კასიანოვს "დიპლომატიის ანა-ბანა აუხსნას".
"ეს რომ ვუთარგმნოთ უკრაინელ დევნილებს და რომ ვუთხრათ - მე მგონი, ჩვენი დასაცავი გახდება ბატონი კასიანოვი თავისი მოქალაქეებისგან. ამიტომ, მე მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბარონ ეს პატივცემული და აუხსნან დიპლომატიის ანა-ბანა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც კიევი ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს.
პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა.
იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press