თუ შეიძლება, წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში,- ასე გამოეხმაურა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი „ქართული ოცნების“ კრიტიკას.
მისი თქმით, აღნიშნული გაუგებრობა იმიტომ ხდება, რომ მისი ზოგიერთი განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება.
"თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში. ჩნდება გაუგებრობები, როდესაც ზოგიერთი ციტატა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება. ასე რომ, წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს როგორ ერთ, ისე მეორე საკითხზე. ინტერვიუს 90% მიძღვნილი იყო იმ საქმეებისადმი, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ.
გავრცელებული განცხადებები იყო თუ არა სპეკულაცია, ამას ვერ გეტყვით. შევხვდები მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაფერს განვიხილავთ",- განაცხადა კასიანოვმა.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგენის შემთხვევაში, უკრაინა საქართველოდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. აღნიშნულ განცხადებას მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press