გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემის საკითხს.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის შესახებ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს შეიტყო. მან დასძინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვანი და დროული იყო, რის გამოც მადლობას უხდის კანცლერს და გერმანელ მეგობრებს.
"გერმანული მთავარი საბრძოლო ტანკები, თავდაცვის მხარდაჭერისა და სასწავლო მისიების შემდგომი გაფართოება, მწვანე შუქი პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მიწოდებისთვის. ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ, მხოლოდ მაშინ გავიგე როდესაც ოლაფ შოლცს ვესაუბრებოდი. გულწრფელად მადლობელი ვარ კანცლერის და ყველა ჩვენი გერმანელი მეგობრის". - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მანამდე გერმანულმა გამოცემა, Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლაფ შოლცმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press