Foto

რეზნიკოვი - რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ

რამშტეინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, ლეოპარდების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია „ლეოპარდმა“ პარტნიორებთან ერთად იმუშავა!, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, Leopard ტიპის ტანკების მიღების გზა გრძელი და რთული იყო, ათობით საერთაშორისო დონის მოლაპარაკება, მაგრამ პარტნიორებთან ერთად ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო და უკრაინა Leopard-ებს მიიღებს.

რეზნიკოვმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს და გერმანელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის.

"ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედგეს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს , გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!", - განაცხადა რეზნიკოვმა.