ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ პარტიის თავმჯდომარეობა უნდათ, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების ლიდერი" ალეკო ელისაშვილი, ენმ-ს თავჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
მისივე თქმით, ციხეში შევარდნები და პატიმრები გამოხსნა 90-იან წლებში ხდებოდა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა საუბრობდეს.
„რას ჰქვია, პატიმართან შევვარდეთ? ასეთი რამ 90-იან წლებში ხდებოდა, როცა პოლიციის განყოფილებებში შევარდებოდნენ და ხალხს გამოიხსნიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რაღაცისგან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს. ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ უნდათ ახლა პარტიის თავმჯდომარეობა, ეს არის და ეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა განაცახადა, რომ თუ საჭირო გახდება მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად დაიხსნის.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press