Foto

კირბი - უკრაინაში გერმანული Leopard-ები უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები

გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები,- ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კირბის თქმით, უკრაინაში ამერიკული Abrams-ების გაგზავნას მრავალი თვე დასჭირდება.

„Leopard-ის ტანკები ასევე ძალიან დახვეწილია. ისინი ძალიან კარგი ტანკებია და ევროპის კონტინენტზე ბევრი მათგანია. მადლობელი ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ გადასცენ 14 ტანკი. ამასთან, ისინი აპირებენ იმუშაონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაამატონ ტანკების ორი სრული ბატალიონი, ეს არის დაახლოებით 60 ტანკი. ისინი უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე Abrams-ები“, - განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს.