მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რესპირატორული და ყველა სხვა ტიპის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია.
"პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები არის სტაბილური. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს. აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოვედღიურად სხვადასხვა სპეციალობის ექიმების მიერ და მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც არის ნორმის ფარგლებში. რისკებზე მე ვსაუბრობ ზოგადად იმიტომ, რომ კოვიდს, ზოგადად, ახასიათებს გართულებები. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, არ არის რამე გართულებაც გამორიცხული, მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი მიმანიშნებელი იმისა, რომ გართულებასთან გვაქვს ან გვექნება საქმე, არ არის", - განაცხადა ჩხაიძემ.
კლინიკური დირექტორის თქმით, მესამე პრეზიდენტი მისთვის საჭირო მედიკამენტებს იღებს და ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნის აუცილებლობა არ დგას. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის პალატაში დამატებითი აპარატურის შეტანას, ჩხაიძე ამბობს, რომ "ადგილზე ყველაფერი არის", თუმცა "პაციენტს არ ესაჭიროება.
"სატურაცია არის ნორმის ფარგლებში. მას დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც არ ესაჭიროება, რომელ აპარატზეა საუბარი და რატომ გინდათ, რომ ეს აპარატი იქნას გამოყენებული... რისკები ჩემთვისაც შეიძლება არსებობდეს და მე შეიძლება რაღაც დამემართოს ხუთ წუთში... რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილი, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა...რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დაასრულა მოკვლევა ყველა იმ პირის, ვისაც შემხებლობა ჰქონდა პაციენტთან, ყველას პასუხი კოვიდ-ტესტზე არის უარყოფითი. შემსვლელებში არიან ადვოკატები, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR-ტესტი. ჩვენ დღესაც ველოდებოდით, რომ ჩაებარებინათ ანალიზი, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press