ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს ან ექთანს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია.
ალასანიას თქმით, ამბობს იმას, რასაც სააკაშვილი ეუბნება და ამაზე პასუხი ბადრაგებს შეუძლიათ მოსთხოვონ.
„ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? აბა, მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. რას ნიშნავს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამაყენესო და ჰკითხონ მაშინ ბადრაგებს“,- განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გონების კარგვასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ისტორიაში ნაჩვენებია, რომ "ეს არის პაციენტის გადმოცემით", თუმცა, შემთხვევა არ ყოფილა.
„რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილზე, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის ავადმყოფის გადმოცემით, მაგრამ დაფიქსირებული არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა“,- განაცხადა ჩხაიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press