Foto

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

რუსეთი უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ მასშტაბურ საჰაერო შეტევას ახორციელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმა ისმის. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება დნიპროს რაიონში მოხდა და ყველა შესაბამისი სამსახური შემთხვევის ადგილისკენ მიემართება.

ვიტალი კიმის ინფორმაციით, მიკოლაივის რეგიონზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ორი რაკეტა გადაფრინდა.

კრივი რიჰის მერი ასევე იტყობინება, რომ რაკეტები ქალაქის მიმართულებითაც გაუშვეს.

დნეპროპეტროვსკის, ვინიცას, კიევის, ჟიტომირის, ზაპორჟიეს რეგიონებში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. 

პრეზიდენტის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ პირველი რუსული რაკეტები ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე ჩამოგდებულია.

ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.