საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა დავით სააკაშვილი აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი მუმლაძისგან მიიღო შეთავაზება, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივნის პოსტი დაიკავოს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, არჩევნებში მხარს სწორედ მუმლაძეს უჭერს, თუმცა შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
"გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობებში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებულია.
ახლა ჩემი და ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე.
მინდა, მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის. შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე ამის შესახებ თქვენთვის მემცნო", - წერს დავით სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press