კრემლი შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას "ძვირადღირებულ სისულელეს" უწოდებს.
როგორც კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, Abrams-ის ნებისმიერი საბრძოლო ტანკი, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას მიაწვდის - დაიწვება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ექსპერტს ესმის ამ იდეის აბსურდულობა. გეგმა დამღუპველია ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის გადაჭარბებულად აფასებს იმ პოტენციალს, რომელსაც უკრაინის არმიას შესძენს. ეს ტანკები ისევე დაიწვებიან, როგორც ყველა სხვა", - ამბობს პესკოვი.
რუსეთი ამბობს, რომ სატანკო დაპირებები აჩვენებს დასავლეთის პირდაპირ და მზარდ ჩართულობას უკრაინასთან ომში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას ასევე განიხილავს იმისთვის, რომ გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press