ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი, - განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება გამართლებული არ არის და მიაჩნია, რომ ტანკების მიწოდებას ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვება.
მან დასძინა, რომ ეს არის "გიჟური" ომი, რომლის შეჩერებაც პარტნიორებს მარტივად შეუძლიათ.
”ჯერ ტანკები, შემდეგ ბირთვული იარაღი. ახლავე შეაჩერეთ ეს გიჟური ომი. ამის გაკეთება ძალიან ადვილია“, - წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Abrams-ის ტანკები მიეწოდებინა, ამასთან ერთად გერმანიამაც დაამტკიცა უკრაინისთვის Leopard ტიპის ტანკების გადაცემის საკითხი. როგორც ისინი ხსნიან, მათი მიზანი საერთოა, უკრაინის თავდაცვითი სისტემის გაუმჯობესება.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press