პოლონეთი უკრაინას არა მხოლოდ Leopard 2-ის 14, არამედ PT-91 Twardy-ს ტიპის 60 ერთეულ ტანკსაც გადასცემს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა.
„პოლონეთი უკრაინაში გამოგზავნის 60 ერთეულ PT-91 Twardy-ს ტანკს, ადრე გამოცხადებულ Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკთან ერთად“, - ამბობს ერმაკი და ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის.
აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკით დახმარებას აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანიაც გეგმავენ.
საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დიდი ბრიტანეთი 14 Challenger 2-ის ტანკს, გერმანია Leopard 2-ებს, ხოლო შეერთებული შტატები Abraams-ის 31 ტანკს გადასცემენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press