ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა აზერბაიჯანის სამართალდამცველი, 2 დაცვის წევრი კი დაშავდა.
"2023 წლის 27 იანვარს, ბაქოს დროით დილის 8:30 საათზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
თავდამსხმელი კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით შეიჭრა დაცვის პოსტზე და მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი. თავდასხმის აღკვეთისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელიც დაშავდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ მოღალატურ თავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press