"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას პარტიის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა.
როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, გეგმის, სახელწოდებით "ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე" განხორციელება არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ, 30 იანვრიდან დაიწყება.
"მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო 12-პუნქტიანი გეგმა "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერების და ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებთ გამარჯვებისთანავე და ეს იქნება 30 იანვრიდან. "ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე" - ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს, ბევრს არ მოსწონს ვიზუალიზაცია - ბანერები, მაგრამ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად აღიქვას, რაზე ვსაუბრობთ.
პირველი ნაბიჯი, რასაც ჩვენ გადავდგამთ, იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა და ასევე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი.
მეორე, რაც პარტიაში რეორგანიზაციის შედეგად განხორციელდება, იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და გენერალურ მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ ენმ-ის დამფუძნებელი - პეტრე ცისკარიშვილი. უახლოეს დღეებში, როგორც კი გავიმარჯვებთ, საზოგადოებას ექნება ინფორმაცია თუ როგორ დავაკომპლექტებთ სამდივნოს, რომელიც მთავარ ბრძოლაში შევა რუს ოლიგარქთან.
ასევე, მნიშვნელოვანია საკითხია, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის განახლებას, გაძლიერებას. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია თბილისის პარტიული ორგანიზაცია, ამიტომ რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანიზაციის კონფერენციები. ეს მოხდება პირველივე 100 დღეში. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, როგორსაც გვთავაზობს კორუმპირებული კალაძე და მისი მერია.
მეოთხე პუნქტი იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია ენმ-ში, რომელიც ფაქტობრივად, ამ დროისთვის არის ქმედითუუნარო, ამიტომ ავტონომიურ რეჟიმში მყოფი ახალგაზრდული ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებებისა და სიახლეების ეპიცენტრი. ახალი თაობის სამჭედლო უნდა იყოს ენმ-ი და ჩვენ ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც "ნაციონალურ მოძრაობაში".
მეხუთე პუნქტი უკავშირდება რეგიონული ინფრასტრუქტურის გამართვას, ძლიერ რაიონულ ორგანიზაციებს. რაიონული კონფერენციები აირჩევენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს.
ასევე, ენმ-ს ჰყავს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის წევრი საქართველოს საკრებულოებში და ეს არის 500-ზე მეტი. არ ყოფილა ასეთი, როდესაც ოპოზიცია ასეთი წარმომადგენლობითი ყოფილიყო რაიონულ საკრებულოებში. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესი და ეს ორგანიზაცია გახდეს მუდმივმოქმედი. ამ კონგრესში კარი ღია იქნება ყველასთვის.
იცით, რომ მარტში იქნება პოლიტიკური საბჭოს არჩევნები, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მოქმედი და ღებულობდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ბრიფინგებით არიგებდნენ ლიდერები გარკვეულ ინფორმაციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არჩეული პოლიტიკური საბჭო, რომელსაც მარტში გასდის ვადა, მიიღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ასევე, ენმ-ში უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღებაში. მე მიხარია და ვამაყობ იმით, რომ პარტიაში ბევრი ქალი ლიდერი პოლიტიკოსია და მათთან კონსულტაციების შედეგად, ჩვენ შემოგთავაზებთ უახლოეს დღეებში 100-დღიან სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იყვნენ ქალები ჩართული პარტიულ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად.
ასევე ემიგრანტებთან დაკავშირებით გვაქვს პროგრამა და პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ პირველ 100 დღეში და ჩვენ უზრუნველვყოფთ ემიგრანტების - ენმ-ის მხარდამჭერების აღრიცხვას და ამ ადამიანებს პარტიის პოლიტსაბჭოშიც უნდა ჰყავდეთ წარმომადგენელი და ასევე საპარლამენტო სიის შედეგენის დროს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოდგენილი იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიაში.
მეათე - ენმ-თან ჩამოყალიბდება სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული - ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები - გუნდთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები შევთავაზოთ საზოგადოებას. ამ სათათბიროს შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში ექნება ინფორმაცია.
გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება - ეს არის ასევე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომ ენმ-ში იქნება სიახლე და ბიუჯეტის განკარგვა მოხდება პროექტულად.
და ბოლოს, ენმ-ის ყრილობა - საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებას, რომელიც ჩვენს პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის. უნდა შევქმნათ ჯარი იმისთვის, რომ ფრონტის ხაზზე გავიდეთ.
მინდა ვთქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებამდე დარჩა ორი დღე და მე ვეუბნები ყველას, მათ შორის ჩემს ოპონენტებს, მხარდამჭერებს, არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, დაყოფას. გამარჯვებისთანავე, ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს. ჩვენ ერთად მოგვიწევს ბრძოლა რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და არავინ არც ერთ თანამდებობას არ დატოვებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press