„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კობა ნაყოფიას განცხადება, რომლის მიხედვითაც ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ფარული ჩანაწერების გავრცელება არ ხდებოდა.
პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი და უკანონო ჩაწერა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ახასიათებდა.
"„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია გადაწეროს და ის, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით, ცდილობს, რომ შეაბრუნონ და სხვა სახით წარმოადგინონ. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. ეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანებზე კონტროლი, უკანონო ჩაწერა და ა.შ. არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“ , - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press