Foto

პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას თებერვალ-მარტისთვის გეგმავს - Bloomberg

ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე ახალ თავდასხმას თებერვალ-მარტისთვის გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, კრემლს სურს, მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ, მათ სამხედრო ძალებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინონ. 

მათივე ცნობით, კრემლთან დაახლოებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ რუსული შეტევის განახლება შესაძლოა თებერვალში ან მარტში დაიწყოს, მანამ, სანამ უკრაინა მიიღებს ახლახან დაპირებულ საბრძოლო ტანკებს აშშ-დან და ევროპიდან.

"პუტინი გეგმავს, რომ ახალი თავდასხმით ზეწოლა გაზარდოს კიევზე, რათა უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ დარჩებიან. 

თავად პუტინიც ვერ უარყოფს რუსული სამხედრო ძალების სისუსტეს, მას შემდეგ რაც მათ უკრაინაში მოპოვებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკან დახევის შემდეგ დათმეს. მათივე თქმით, უამრავი წარუმატებლობის შემდეგ, კრემლში უფრო რეალისტურები გახდნენ მათი ამბიციების შესახებ, რადგან მიხვდნენ, რომ ამ სიტუაციაში არსებული ფრონტის ხაზის შენარჩუნებაც კი მიღწევა იყო",- წერს გამოცემა.

ამასთან Bloomberg-ის ცნობით, პუტინს კვლავ სჯერა, რომ რუსეთის მრავალრიცხოვანი ძალები და მათი მზაობა, მიიღონ დანაკარგები მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ გაიმარჯვოს, მიუხედავად ამდენი მარცხისა.