Foto

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წელს შემოიღეს, უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის ფონზე.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ექვსი თვით გახანგრძლივდება და 2023 წლის 31 ივლისამდე გააგრძელდება. 

"ამჟამად არსებული შეზღუდვები მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, მათ შორის ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, სამრეწველო სპექტრზე, სატრანსპორტო და ფუფუნების საგნებზე. შემაკავებელი ზომები ასევე მოიცავს : რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ან გადაცემის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემისგან ჩახსნასა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული საინფორმაციო სააგენტოებისთვის სამაუწყებლო საქმიანობის ლიცენზიისა და საქმიანობის შეჩერებას", - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.